
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე არის უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, “ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.
“ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ, პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული.
დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც “ქართული ოცნება” წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს