ირაკლი ჩიქოვანი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკლესია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. ტაძრის სამხედრო მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ წირვა აღავლინა. ახალი ტაძრის კურთხევას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე თავდაცვის ძალებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“კურთხევის შემდეგ მეუფე სვიმეონმა თავდაცვის მინისტრს ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.
მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურის ლოჯისტიკის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.
წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული სტილის ნაგებობაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შემოწირულობებით აშენდა. ქვედანაყოფში აქამდე ეკლესია არ არსებობდა და სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში მოწყობილ სამლოცველო სახლით სარგებლობდნენ. ტაძარი დღეიდან მოქმედია და ადგილობრივი მრევლისთვის წირვა-ლოცვა მუდმივ რეჟიმში აღევლინება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა