
ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი იმ დამსახურების წინაშე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გააჩნია ამ სახელმწიფოს წინაშე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში და მათ ჰყავთ საკუთარი ლობისტები, რომლებსაც შესაძლოა, შორსმიმავალი გეგმები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით და კანდიდატობის სტატუსის მონიჭება-არ მონიჭებასთან მიმართებით აქვთ გარკვეულად სხვა მიზნები, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას.
მე მგონია, რომ ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი იმ დამსახურების წინაშე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გააჩნია ამ სახელმწიფოს წინაშე და ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ, რომ არა 2012 წელს მისი თაოსნობით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, დღეს როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს