
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუსს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სტრატეგიულ და ექსპერტთა დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე.
ირაკლი ჩიქოვანმა ბერძენ დიპლომატთან განიხილა, ორმხრივი თანამშრომლობითა და ნატოს ფორმატებით მხარდაჭერილი, სტანდარტიზაციის როლი თავდაცვის დაგეგმვაში. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში საბერძნეთის წვლილი.
შეხვედრას საბერძნეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი სტეფანოს ლიკოპულოსი დაესწრო.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს