
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
ჩიქოვანის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა ზელენსკი, თუმცა, საქართველოს ერთი პოზიცია აქვს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას გულისხმობს.
“ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს“, – განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს