ირაკლი ჩიქოვანი – წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს ქვეყნისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეუერთდნენ.
“მყარ ფუნდამენტზე იზრდება, ძლიერდება და ვითარდება ქართული ჯარი. ახალგაზრდა თაობა კი, ჩვენი ჯარის იმედია. წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და თავდაცვის ძალები ასეთი წარმატებული რეფორმებით გააგრძელებს განვითარებას.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა