
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმს“ დაესწრო. პლენარული სხდომისა და მრგვალი მაგიდის ფორმატებში, საერთაშორისო პარტნიორებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები განიხილეს.
საერთაშორისო ღონისძიება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის ინიციატივით მეორედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ევროკავშირის წევრი და 60-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, წამყვანი ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.
ფორუმის მიზანია, მონაწილეებმა განიხილონ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, განამტკიცონ მსოფლიო მშვიდობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს