Logo

ირაკლი ჩხვირკია - მართლა შეურაცხყოფილი ვარ ადამიანურად, რომ ასეთი რამე მესმის ჩემზე

სამართალი
153
Frontnews image description

თუ აქ, ათონელის სასახლესთან მე ვიღაცას მოვუწოდებდი - წამოდი, შემოგვიერთდი-თქო და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე! ასეთი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ბატონო მოსამართლე, - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის სასირცხვილოა პროკურორის პოზიცია, რომ ის მოქალაქეებს დარბევაში მონაწილეობას მოუწოდებდა და თვითონ გაიქცა.

"თუ აქ, ათონელის სასახლესთან მე ვიღაცას მოვუწოდებდი - წამოდი, შემოგვიერთდი-თქო  და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე! ასეთი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ბატონო მოსამართლე და არც გავაკეთებ არასდროს. შემრცხვა პროკურორმა რომ ეს თქვა ჩემზე.

ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ გაზისგან თვალები მეწვის, ხელი მაქვს აფარებული და მერე გამოვდივარ. ახლა დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სასახლის ეზოში პოლიციის თანამშრომლები დგანან, გულზე ჩამწერი კამერები უკეთიათ და  სამხრე კამერები ყველა ჩართული ჰქონდათ. გარდა ამისა, როგორც პროკურორმა ვაჟამ ბრძანა, პოლიციელები მიმდინარე პროცესს იღებდნენ, როგორ აღმოჩნდა, რომ ამდენი გადამღები კამერების ფონზე ერთადერთი კადრი აქვთ ჩხვირკიას წინააღმდეგ, სადაც თვალები ეწვის, თან მოუწოდებს თანამებრძოლებს და თან გარბის?

მტკიცებულებები არ არსებობს და მართლა შეურაცხყოფილი ვარ ადამიანურად, რომ ასეთი რამე მესმის ჩემზე, რომ თურმე ირაკლი ბრძოლის ველიდან გაიქცა", - განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ. 

ირაკლი ჩხვირკიას 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე არსებულ აქციაში მონაწილეობისას სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ედება ბრალად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები