Logo

ირაკლი ჩომახაშვილი – ვუკავშირებთ შურისძიებას, მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება

სამართალი
09.12.2024 / 16:32
524
Frontnews image description

პირველი შემთხვევაა, რომ ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, არამედ რუსთავის და მეც და საბაც ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ამაზე რეაგირება, – ამის შესახებ აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის უფლებადამცველმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველისგან მიიღო პირობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოინახულებენ.

“დღეს მოვინახულე საბა რუსთავის N 6 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ და მხოლოდ საბა არის ამ აქციებზე დაკავებული, რომელიც იმყოფება ამ ადგილზე და ჩვენთვის გაურკვეველია რატომ. მე ვითხოვ, რომ იუსტიციის მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რა მიზეზით მოხდა ეს. ასევე შევატყობინე სახალხო დამცველს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე საბასთან ვიზიტი და მათ შორის, ამ კონკრეტულ საკანში ვიზიტი, ვინაიდან ამ საკანში არის ანტისანიტარია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მისივე განმარტებით. სახალხო დამცველისგან მივიღე პირობა, რომ საბას მოინახულებენ და მოხდება ამ კონკრეტული საკნის მონახულებაც. პირველი შემთხვევაა, რომ ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, არამედ რუსთავის და მეც და საბაც ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ამაზე რეაგირება”, – განაცხადა საბა სხვიტარიძის ადვოკატმა.

საბა სხვიტარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის რუსთავის N 6 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Advertisement