Logo

ირაკლი დგებუაძე - არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას და სახეში ხელები ურტყას

სამართალი
6 საათის წინ / 14:34
Frontnews image description

მზია ამაღლობელის დაკავებამდე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, რომც მცოდნოდა, ჩემი თანამშრომლები იმავე შედეგს დააყენებდნენ, იმიტომ, რომ არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას და სახეში ხელები ურტყას, - ამის შესახებ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის, როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ, თუმცა ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ, ჩემი თანამშრომლები იმავე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას და სახეში ხელები ურტყას.

მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მზია ამაღლობელის, როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია არც მანამდე და არც იმ მომენტში, როდესაც მან ეს ქმედება ჩაიდინა.  

რაც შეეხება უშუალოდ 11-12 იანვრის დღეს, 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაიწყო აქცია, როგორც ყოველდღე. მეც, ჩემი თანამშრომლებიც აქციის მომენტში ადგილზე ვიყავით, მე მიწევდა სხვადასხვა ადგილზე გადაადგილება, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო პროცესიდან "ფორმულას" ჟურნალისტი და ოპერატორი გააძევა.

მოსამართლემ მიზეზად პირდაპირი ტრანსლირება დაასახელა, თუმცა ტელეკომპანიის ინფორმაციით, "ფორმულა" სხდომას რამდენიმე წუთის დაგვიანებით, კანონით დადგენილი ნორმით აშუქებდა. 

Advertisement