
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მომდევნო პროცესი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ეძგვერაძე 2 დღის წინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. მასთან ერთად დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელიც იმავე საღამოს გაათავისუფლეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს