
ავტორი
Front News საქართველო
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები.
„ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს