
ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 11 წელიწადში მთავრობის მუშაობის შედეგად შთამბეჭდავი შედეგებია სახეზე.
“ჯამში, მეგობრებო, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით, როგორც მოგახსენეთ და მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე, დაახლოებით, რვა და რაღაც, თუ არ ვცდები, ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. აი, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს