
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს ულოცავს.
“13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად.
ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა. სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა და სამშობლოს სიყვარულს.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.
სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს