
ავტორი
Front News საქართველო
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს სოლიდარობას ვუცხადებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი.
“დღეს, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს ვუცხადებთ სოლიდარობას.
ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს