ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი


ავტორი
Front News საქართველო
2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 11 წელიწადში სახეზეა განათლების მიმართულებით ბიუჯეტის 300 %-იანი ზრდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.
“რაც შეეხება განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს უკვე 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. 300 %-იანი ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით ბოლო 11 წელიწადში.
2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც რა თქმა უნდა, ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს თითქმის 1000-მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – მშენებლობას. ამ პროგრამის ფარგლებში მილიარდ 300 მილიონი იქნება გამოყოფილი და ყველა ბაღი მოეწყობა ერთიანი, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამჟამად 208 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის პროექტები მიმდინარეობს, ხელშეკრულებები გაფორმებულია უკვე”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი