
ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, 2024 წელს მთავრობას შეეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან.
“მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები. ჩვენ ჩვენს მეგობრებთანაც გვქონდა ამის თაობაზე საუბარი პარლამენტში, საინტერესო მოსაზრებებიც გაგვიზიარეს, ბევრი რეკომენდაციები და რჩევებიც გავიზიარეთ და გავითვალისწინეთ.
ჩვენ ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო/საფინანსო სექტორიდან. ვითვალისწინებთ მათ მოგებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ, კიდევ დამატებით რა რესურსები შეიძლება გამოინახოს. 300 მილიონი ლარი დამატებით მოგვაქვს საბანკო/საფინანსო სექტორიდან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს