ირაკლი ღარიბაშვილი – 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის


ავტორი
Front News საქართველო
2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამით არის ყველაფერი ნათქვამი, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას.
“მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით მზარდ ბიუჯეტზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი. წელს ბიუჯეტი იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის. ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ, ასე ვთქვათ ფასადურად, არათუ ავითარებდა, არამედ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას.
რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ შარშან, ჩემი დავალებით, დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000-მდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა და მინიმუმ მილიარდი ლარი დაიხარჯება აი ამ პროექტის ფარგლებში და ყველა სკოლა, 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, შეიძლება ითქვას ევროპული სტანდარტის მიხედვით. ყველა სკოლა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს. შარშან უკვე დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს ასევე დაგეგმილია რამდენიმე, დაახლოებით 250- მდე ახალი სკოლის ჩასმა, რეაბილიტაცია და მშენებლობაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი

ირაკლი ღარიბაშვილი – მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა