
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ, მოგეხსენებათ, რომ ვუმასპინძლებთ Silk Road Forum-ს, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნე 2015 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფორუმში მიიღებს მონაწილეობას 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველო, როგორც საინტერესო ქვეყანა გეოგრაფიული თვალსაზრისით.
“ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხვალ, მოგეხსენებათ, რომ ვუმასპინძლებთ Silk Road Forum-ს, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნე 2015 წელს. ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას 60 ქვეყნის, 2000-ზე მეტი დელეგატი, ესეც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი, ასე ვთქვათ, ადგილი გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ზოგადად საინვესტიციო და საერთოდ აი ამ დიდი პროექტით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება, ამიტომ ვფიქრობ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესს ემსახურება და ამას გარდა, რომ ახლა მინდა თქვენს კითხვას დავუბრუნდე და ვუპასუხო, მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და ამ თორმეტივე რეკომენდაციას ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ და ჩვენ შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს