ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს – მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ქვეყანას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური რესურსები, მიიღონ განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.
“დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს.
დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში თქვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას!”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილი ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი