ირაკლი ღარიბაშვილი – ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია


ავტორი
Front News საქართველო
ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
“დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა.
ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია. გილოცავთ ამ დღეს და გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს