Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

პოლიტიკა
15.12.2022 / 14:47
Frontnews image description

ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე“ წერს.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები.

 

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.

 

განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები