ირაკლი ღარიბაშვილი – ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.
მთავრობის მეთაური მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
“სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კაცი, რომელიც გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


