
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვახარებს გუშინდელი შედეგი ბათუმში. ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა დამაჯერებლად, 70% აიღო და მინდა მას მივულოცო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
“ამით ყოველგვარი სპეკულაცია დასრულებულია. ჩვენ ახლა უნდა შევუდგეთ საქმეს, მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მოსახლეობის, ხალხის, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი.არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს დამაჯერებლად ბათუმსა და რუსთავში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონსა და ყველა ქალაქში. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მე პირადად გავაკონტროლებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს