
ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები და რუსეთის ოკუპაციის საკითხი განიხილეს.
“ამ პროცესში გაერთიანებული ერების ჩართულობისთვის მადლობა გამოვთქვი და უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებას გავუსვი ხაზი უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების კონტექსტში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს