
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმი – მეორე მონტე-კარლო.
მისი თქმით, მთავრობას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაში პირველ სამ წელში აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს.
“ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი – მეორე მონტე-კარლო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს