
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. ჩემო მეგობრებო, გილოცავთ, ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს