ირაკლი ღარიბაშვილი – არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს


ავტორი
Front News საქართველო
მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა.
„კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს