Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – არ მიმაჩნია მიზანშეწონილად კაცმა ცოლი და მამა ჩართოს საარჩევნო კამპანიაში

პოლიტიკა
1434
Frontnews image description

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მითუმეტეს, კაცისთვის და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებისთვის, რომ საკუთარი მეუღლე ჩართოს საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

“ასევე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რომ საკუთარი მამა გამოაგზავნო და საარჩევნო კამპანიაში ჩართო, ეს არ მიმაჩნია მე სწორად, ეს ჩემი პირადი აზრია, მაქვს ამის უფლება, ჩემი აზრი გამოვხატე”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ “სააკაშვილმა საკუთარი მეუღლე გაწირა პოლიტიკური ბატალიებისთვის, ახლა ნიკა მელიამ მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გაუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში”.

Advertisement