ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება.
“მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო.
დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.
საუბარი შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.
განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გაცვლითი პროგრამის, პრემიერ მინისტრის ოფისის წარმომადგენელი მანალ ბინ სალემი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა