
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს – არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია.
ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს