
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ტაიგ ეინულაევი, ხოლო, საქართველოს მხრიდან – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრნენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს