
ავტორი
Front News საქართველო
ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ საკითხზე ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში.
“მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. თქვენ კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მე მგონი არაეთკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერ საკითხზე, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს