
ავტორი
Front News საქართველო
აქ ერთ-ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი.
“მე ჩემს აზრს მოგახსენებთ ამის თაობაზე. იცით, რომ ღიად ვისაუბრე, თქვენ ახსენეთ უნგრეთიც.
მე, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, აქ ერთ-ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ბატონო რომან და თქვენ მოგიწოდებთ, რომ კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ.
ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, მხარს გვიჭერს, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში, ნატოში და ერთ-ერთი ხმალამოღებული, რომ იტყვიან, მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში და ძალიან გთხოვთ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ვიქტორ ორბანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს