ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა და იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი მოსახლეობასთან არ შეიძლება.
“თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ „ქართუ ბანკიდან“ აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს