
ავტორი
Front News საქართველო
თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და “ლიმაკ ჰოლდინგს” შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს