
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს ტოდ ბაიერს შეხვდა.
“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის – “A Pleasure Doing Business“-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს.
კამპანიის მიმდინარეობისას ,,ბლუმბერგი” აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან – „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს