
ავტორი
Front News საქართველო
ამ საკითხზე დაპირებისამებრ, აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთანაც, მფლობელებთანაც, ყველასთან გავიარეთ საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანია „ბორჯომს“ ეხებოდა.
მისი თქმით, “ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.
“იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს. უხეშად შეიძლება ითქვას, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს ეს წილი. ამიტომ, მე უკვე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს