ირაკლი ღარიბაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.
თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს