
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, ის შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რაიმენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუცია და პროვოკაცია იყო.
“ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას, ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ ის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს