ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშრებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე.
“მე მქონდა საუბარი, გამოვხატე ჩემი წუხილი, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს და მედიის როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


