ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
“ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა