ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას


ავტორი
Front News საქართველო
რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას და ამ გამარჯვებით, საფუძველი ჩაეყრება, კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენი გრძელვადიანი განვითარება და ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.
“ჩვენ ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარების ახალ ეტაპს დავიწყებთ ქვეყანაში, მასშტაბურ განვითარების ეტაპს, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში”,- აღნიშნა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს