ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.
“ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა