
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა.
“ჩვენი ხელისუფლების სწორი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებითა და რეფორმებით უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე – ჩემთვის დიდი პატივი იყო 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც არსებითია ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ასევე, 2015 წელს მთავრობამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს უვიზო რეჟიმით. დღეს ევროკავშირთან გვაკავშირებს თანამშრომლობის უმაღლესი სტრატეგიული ფორმატები; ევროპელი სახელმწიფოებისთვის მოვიაზრებით რეგიონში, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, თქვენი, დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს