
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება “გირჩთან” ასე ვთქვათ ამ გამოწვევაზე პასუხს, ჩემი იდეა იყო ასეთი, რომ სტუდენტებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამსახური. თუ სტუდენტი ჩააბარებს უნივერსტეტში და ჩაირიცხება, ჩვენ მათ ვეუბნებით რომ თუ წელიწადში, ზაფხულში ერთი თვე შენ მოიცლი და წახვალ ჯარში, ერთი თვე რა პრობლემაა ხო, ივარჯიშებ, ისწავლი სროლას, ა.შ. 4 წლის განმავლობაში 4 თვე გამოუვა ჯამში, შენ ჩაგეთვლება ნამსახურებად მთელი ეს პერიოდი. 4 წელიწადში 4 თვე არაფერია რეალურად. ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება.
“ამით ჩაიკეტა, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელზეც ჩამოვყალიბდით. აღარ იქნებიან მხოლოდ ყარაულები, არამედ მოემზადებიან, ეს იქნება დისციპლინირებული, ჯანსაღი, პატრიოტი თაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს