ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი


ავტორი
Front News საქართველო
მიმაჩნია, რომ ალბათ, ყველაზე გამოწვევებით აღსავსე დროა. ჩვენ ძალიან რთული დღეები გვქონდა 2008 წელს. დღეს შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20% პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ააშენეს 2 სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, თუ იყო ეს აქტიური არაპროვოცირებული აგრესია.
“არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, საკუთარი. ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. იმ აგრესიას, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, უნდა დაეწესებინათ თუ არა 2008 წელს სანქციები.
“ასე ვფიქრობ, ასე მწამს. ჩვენთვის რა განსხვავება აქვს ხომ. ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვესმის ის ეჭვები, რომელიც არსებობს ევროკავშირში, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მათ არ სურთ ყველა ამ პრობლემის “იმპორტირება“ ევროკავშირში