
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს.
“ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს