
ავტორი
Front News საქართველო
წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.
“წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი. ყველაფერი არის ამისთვის მზად. ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს. პირველ სექტემბერს გაიმართება პირველი თამაში. საქართველო ითამაშებს პირველ სექტემბერს და ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს