
ავტორი
Front News საქართველო
ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი წაიკითხეთ, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე, მაგრამ აი მორიგი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.
მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს.
“გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა, ათასი რომ იყოს ათასივე წავა ციხეში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს